top of page
Search
  • Writer's pictureMedBlogger

GeneXpert სისტემები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კვალდაკვალ


ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ სავალდებულო მედიკამენტებისა და დიაგნოსტიკური ტესტების სია განაახლა. სიის განახლება ემსახურება ჯანმრთელობის არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას, მაღალეფექტური თერაპიული საშუალებებისა თუ დიაგნოსტიკური ტესტების გადახარისხებას და მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.


სავალდებულო მედიკამეტებისა და სადიაგნოსტიკო ტესტების სია 2019 წლის 9 ივლისს გამოქვეყნდა.

ჯანმოს მიერ გამოქვეყნებული სავალდებულო მედიკამეტებისა და დიაგნოსტიკური ტესტების ჩამონათვალი მთავარი სახელმძღვანელო დოკუმენტია, რომელიც ქვეყნებს ჯანმრთელობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროდუქტების გადახარისხებაში და მათი ხელმისაწვდომობის გაზრდაში დაეხმარება.


სიაში ფოკუსი კეთდება, ძირითადად, კიბოზე და ჯანმრთელობის სხვა გლობალურ გამოწვევებზე, ყურადღება მახვილდება რა ეფექტურ მეთოდებზე, პრიორიტეტების გადანაწილებასა და ხელმისაწვდომობის უნზრუნველყოფაზე.


„მედიკამენტებზე არჩევანის გაკეთებისას და მათი ხარჯთ-ეფექტურობის შეფასებისათვის მსოფლიოში 150 ქვეყანაზე მეტი სარგებლობს სავალდებულო მედიკამენტების ჯანმოს ჩამონათვალით, რომელიც მრავალ კვლევას ეფუძნება“ - ამბობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, დოქტორი ტედროს აბჰანომ ღებრეიესუსი. „სიაში კიბოს საწინააღმდეგო ინოვაციური და ყველაზე დახვეწილი პრეპარატების შეტანა მტკიცე განაცხადია და გულისხმობს იმას, რომ ამ პრეპარატებთან წვდომას ყველა იმსახურებს, და არა მხოლოდ ისინი, ვისაც შეუძლია მატერიალურად შეწვდეს საბაზრო ღირებულებას“.

სავალდებულო სადიაგნოსტიკო ტესტების (in vitro) სია


სია პირველად 2018 წელს გამოქვეყნდა. თავდაპირველად სიაში ფოკუსი დაავადებების საკმაოდ შეზღუდულ ოდენობაზე კეთდებოდა - ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი, ტუბერკულოზი და ჰეპატიტი. წელს სია გაფართოვდა და მასში შესულია უფრო მეტი გადამდები და არაგადამდები დაავადება.


კიბო: კიბოსთან ბრძოლაში მისი ადრეული დიაგნოსტიკა გადამწყვეტ როლს თამაშობს (კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის 70% დაბალი ან საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე მოდის, სადაც პაციენტთა დიაგნოსტირება გვიან სტადიებზე ხდება). ამიტომ, ჯანმო-მ დიაგნოსტიკური ტესტების სიას 12 ტესტი დაამატა, რომელიც ისეთი სიმსივნეების დეტექციას უზრუნველყოფს, როგორებიცაა კოლორექტალური, ღვიძლის, საშვილოსნოს ყელის, პროსტატის, მკერდის და გამეტების სიმსივნეები, აგრეთვე- ლეიკემიისა და ლიმფომების. კიბოს სათანადო დიაგნოსტირების მხარდასაჭერად, სიას ანატომიური პათოლოგიების კვლევის განყოფილებაც დაემატა. ჯანმოს რეკომენდაციით, სავალდებულოა, რომ ეს სერვისი დაემატოს სპეციალიზებული ლაბორატორიის განყოფილებებს.


ინფექციური დაავადებები: სიას დაემატა ისეთი ინფექციური დაავადებები, რომელიც დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში მაღალი პრევალენტობით ხასიათდება. ეს ინფექციებია - ქოლერა, ქლამიდია, ტრიქამონა, გონორეა, აგრეთვე მივიწყებული ინფექციები -ლეიშმანიოზი, შისტოსომიაზი, დენგეს ცხელება და ზიკას ვირუსი.

გარდა ამისა, ლაბორატორიის არ მქონე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებისთვის და კლინიკებისთვის სიით გათვალისწინებულია გრიპის ვირუსის ტესტებიც.


GeneXpert სისტემა ერთ პლატფორმაზე ითავსებს ჯანმო-ს მიერ რეკომენდირებულ თითქმის ყველა სადიაგნოსტიკო ტესტს, მათ შორის:

  • Xpert CT/NG (ქლამიდიასა და გონორეას დეტექცია ერთ ტესტში)

  • Xpert HPV (ადამიანის პაპილომა ვირუსის დეტექცია)

  • Xpert HCV (С ჰეპატიტის ტესტი)

  • Xpert HBV (B ჰეპატიტის ტესტი)

  • Xpert MTB (მეთიცილინ-რეზისტენტული ტუბერკულოზის გამოვლენა)

  • Xpert HIV (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი)

  • Xpert FLU (A და B ტიპის გრიპის გამოვლენა)

  • Xpert FLU/RSV (A და B ტიპის გრიპისა და რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის დიფერენცირება/დეტექცია)

  • Xpert BCR-ABL Ultra (ქრონიკული მიელოიდური ლეიკემიის დეტექცია და მონიტორინგი)

  • Xpert Breast Cancer STRAT4 (მკერდის კიბოს ბიომარკერის შეფასება)


ზოგადი ანალიზები: განახლებულ სიაში შეტანილ იქნა დამატებითი ანალიზები, რომელიც რკინის დეფიციტის (ანემიის) და თიროიდული უკმარისობის გამოვლენას ახდენს. ეს განსაკუთრებით ხელსაყრელია სუბ-საჰარული აფრიკის ქვეყნებში, სადაც ფართოდაა გავრცელებული ხსენებული დაავადებები.


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე არის ის, რომ სიას დაემატა სისხლის დონაციისთვის დონორების ტესტირება. ჯანმოს მიზანია, სისხლის გადასხმა სრულებით უსაფრთხო გახადოს.


სავალდებულო მედიკამენტების სია (2019 წელი)


კიბოს მკურნალობა: მართალია, უკანსკნელ პერიოდში ბაზარზე კიბოს სამკურნალო მრავალი ახალი პრეპარატი გაჩნდა, თუმცა მცირე მათთაგნი შეიძლება ჩაითვალოს სავალდებულოდ. ჯანმომ კიბოს ხუთი სხვადასხვა მდგომარეობის სამკურნალო 12 ახალი მედიკამენტი დაამატა სიას. ეს პრეპარატები საუკეთესო შედეგებით გამოირჩევა მელანომის, ფილტვის, პროსტატის სიმსივნეების, მიელომის სხვადასხვა ფორმებისა და ლეიკემიის მკურნალობაში.


მაგალითად, უკანასკნელ პერიოდში შემუშავებული იმუნოთერაპიული საშუალებებით (ნივოლუმაბი და პემბროლიზუმაბი) მკურნალობისას მელანომით დაავადებული პაციენტების გადარჩენის ალბათობა 50% -ს აღწევს. კიბოს ხსენებული ფორმა კი ამ დრომდე უკურნებელ ფორმად იყო მიჩნეული.


ანტიბიოტიკები: სიაზე მომუშავე კომიტეტმა გააძლიერა ამ დრომდე არსებული გაიდლაინები ანტიბიოტიკების მოხმარების თაობაზე. სიას დაემატა „სიფრთხილის“ კატეგორია, სადაც გაერთიანებულია ყველა ანტიბიოტიკი, რომელიც ბანალური და სერიოზული ინფექციების წინააღმდეგაა მოწოდებული. კომიტეტის რეკომენდაციით, სიას სამი ახალი ანტიბიოტიკი დაემატა, რომელიც მრავლობითი რეზისტენტობის მქონე მიკროორგანიზმების წინააღმდეგაა შემუშავებული.


მედიკამანტების სიაში შეტანილი სხვა პრეპარატებია:

  • ატრიალური ფიბრილაციის დროს ინსულტის პრევენციისა და ღრმა ვენების თრომბოზის მკურნალობისათვის ვარფარინის შემცვლელი, ახალი პერორალური ანტიკოაგულანტები. ვარფარინისაგან განსხვავებით, ხსენებული პრეპარატები არ საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას და შესაბამისად, განსაკუთრებით ხელსაყრელია დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისათვის;

  • ბიოლოგიური დანამატები ისეთი ქრონიკული ანთებითი მდგომარეობებისათვის, როგორებიცაა რევმატოიდული ართრიტი და ნაწლის ანთებითი დაავადება;

  • თერმოსტაბილური კარბატოცინი მშობიარობის შემდგომი სისხლდენის პრევენციისათვის. ახალი ფორმულა ოქსიტოცინის მსგავსია და არსებულ სტანდარტულ თერაპიას იოლად ერგება, თუმცა გამოირჩევა ერთი უპირატესობით: არ საჭიროებს მაცივარში შენახავს, რაც მას ხელსაყრელს ხდის ტროპიკული ქვეყნებისთვის.

სიაში განხილვის ქვეშ მყოფი ყველა პრეპარატი არ შესულა. მაგალთად, სიიაში ვერ აღმოჩნდა გაფანტული სკლეროზის სამკურნალო პრეპარატები. კომიტეტმა აღნიშნა, რომ სხვადასხვა ქვეყნების ბაზარზე ამჟმად დაშვებული მრავალი პრეპარატი ვერ შევიდა სიაში, თუმცა გადაწყვეტილება გადახედვას ექვემდებარება. გარდა ამისა, კომიტეტის რეკომენდაციით სიაში ვერ მოხვდა, აგრეთვე, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის (ADHD) სამკურნალო პრეპარატი, მეთილფენიდატი, რადგან კომიტეტმა პრეპარატის სარგებლიანობის შეფასებაში უზუსტობები აღმოაჩინა.



დაბოლოს, სია ორადაა დაყოფილი, სადაც სადიაგნოსტიკო ტესტების ერთი ნაწილი ლაბორატორიის არ მქონე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებისთვისა და კლინიკებისთვისაა გათვალისწინებული, მეორე კი - კლინიკური ლაბორატორიების მქონე ზოგადი თუ სპეციალიზებული დაწესებულებებისთვის.


სავალდებულო მედიკამენტებისა და სადიაგნოსტიკო ტესტების სიები ქვეყნებს დაეხმარება, საკუთარი სიები შეადგინოს ეროვნულ დონეზე. ეროვნული სიები მნიშვნელოვანია, რადგან ითვალისწინებს ადგილობრივი დაავადებების ტვირთსა და ჯანდაცვის ინფრასტრუქტურას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს სახელმწიფოებრივ დონეზე ჯანდაცვის სისტემის დაგეგმარებას და შესაბამისი ლაბორატორიული მომსახურებისა და მედიკამენტების მიწოდებას. ჯანდაცვის პროდუქტებთან ხელმისაწვდომობა გონივრული შესყიდვების პრაქტიკას, დისტრიბუტორების ეფექტური ქსებლების გაყვანას, ხარისხის მართვის პროტოკოლების შემუშავებას და ჯანდაცვის კვალიფიციურ აპარატს საჭიროებს. ვინაიდან დიაგნოსტიკური ტესტები ტექნოლოგიებს ეფუძნება, ეფექტური დიაგნოსტიკური სერვისების დანერგვა და უსაფრთხიოების უზრუნველყოფა დამოკიდებული იქნება სხვადასხვა ტექნიკურ სპეციფიკაციებზე, სწორად შემუშავებულ ლაბორატორიული ქსელების ხელმისაწვდომობაზე, ადეკვატურ ინფრასტრუქტურასა და მომხმარებლის (პაციენტი იქნება ეს თუ მედ მუშაკი) განათლებაზე.


42 views0 comments
bottom of page