top of page
234.jpg

Xpert® FII & FV

გენეტიკური თრომბოზის გამოსავლენად სულ რაღაც 30 წუთი

"GeneXpert სისტემა მოლეკულური დიაგნოსტიკის სფეროში მნიშვნელოვანი განვითარებაა. ტესტი გამოსაყენებლად იმდენად მარტივია, რომ მისი მოხმარება თავისუფლად შეუძლიათ დნმ-ის ანალიზში გამოცდილების არ მქონე პირებს"

 Gessoni, et al. Clinica Chimica Acta, January 2012

მოთხოვნილება

თრომბოფილია ესაა თრომბის წამოქმნისკენ მიდრეკილება. შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ისე შეძენილი. თრომბი შეიძლება განვითარდეს როგორც ვენურ, ისე არტერიულ სისხლძარღვებში. ვენური თრომბოფილია, როგორც წესი, დაკავშირებულია კოაგულაციის სისტემის ანომალიებთან და შეიძლება ღრმა ვენების თრომბოზის (DVT) ან ფილტვის ემბოლიის (PE) მიზეზი გახდეს.

 

თრომბოფილიის ტრადიციულკი ლაბორატორიული კვლევის ანალიზი  ისეთი ფაქტორების დეფიციტის აღმოჩენას მოიცავს, როგორებიცაა ანტითრომბინი, პროეინ C და პროტეინ S ან დისფიბრინოგენემიის, ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულების/მგლურას ანტიკოაგულანტების გამოვლენა.

 

გასულ ათწლეულში კვლევებით დადგინდა, რომ საკმაოდ კომპლექსური პათოლოგია, ვენური თრომბოემბოლიზმი დამოკიდებულია როგორც გენეტიკურ, ისე შეძენილ ფაქტორებზე. FII და FV ლეიდენის მუტაციები DVT -ს პათოგენეზში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ისეთ შეძენილ ფაქტორებთან კომბინაციაში, როგორებიცაა, მაგალითად, ასაკი.

გამოსავალი

Xpert® FII & FV რაოდენობრივი გენოტიპური ტესტია, რომელიც ფაქტორები II და V (FII&FV) ალელების დეტექციისათვის გამოიყენება. Cepheid-ის GeneXpert სისტემაზე ტესტი სწრაფად გაწვდით შედეგს FII (G20210A) და FV ლეიდენის (G1691A) მუტაციებზე და გეხმარებათ, გამოავლინოთ ეჭვქვეშ არსებული თრომბოფილია.

მარტივი

  • მოლეკულური ლაბორატორია კარტრიჯში — დნმ-ის გამოყოფა, ამპლიფიკაცია და აღმოჩენა ერთ კარტრიჯში

  • ხელმისაწვდომობა 24/7-ზე — გამოიყენეთ ყოველდღიურად, მოთხვონისამებრ

კლინიკურად დამტკიცებული

  • დამტკიცებული სიზუსტე —მრავალ კლინიკაში 1000 -ზე მეტი პაციენტის  ანალიზის შედეგები რევერსულ სეკვენირების შედეგებთან შეადარეს. გამოვლინდა დიდი სიზუსტე

სწრაფი

  • მოთხოვნისამებრ: FII და FV გენოტიპის დადგენისათვის სულ რაღაც 30 წთ

  • მოქმედი: თრომბოფილიის გამოსავლენად დამატებითი დრო არაა საჭიროა

ხარჯ-ეფექტიანი

  • თავიდან აგაცილებთ ძვრიადღირებული ლაბორატორიების ვიზიტის აუცილებლობას

  • გაძლევთ შრომითი რესურსების ოპტიმიზაციის საშუალებას- არ გჭირდებათ სპეციალიზირებული პერსონალი ან დამატებითი ლაბორატორიული განყოფილებები

Cepheid-ის Xpert FII & FV გთავაზობთ დაუყოვნებელ შედეგებს, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ. მისი დახმარებით გაამარტივებთ და გააუმჯობესებთ პაციენტის მართვას.

bottom of page