top of page

რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ლაბპრატორიული ჭურჭლის მასალას ეკოლოგიაზე?

ლაბორატორიის სამუშაო პროცესში მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვა სათანადო ორგანიზაციების მიერ დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში ყოფნას უზრუნველყოფს.

ლაბ_პოლიეთილენი.jpg

  ლაბორატორიის მენეჯერებისთვის მდგრადი განვითარება ნომერი პირველი ამოცანაა. ლაბორატორიის სამუშაო პროცესში მდგრადი მიზნების დანერგვა სათანადო ორგანიზაციების მიერ დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში ყოფნას უზრუნველყოფს. ლაბორატორიის მენეჯერებს დიდი წნეხი აწევთ მარეგულერებელი ორგანოებისგან და საზოგადოებისგან, რაც დაწესებულების მიერ ეკოლოგიური კვალის მინიმუმამდე დაყვანის აუცილებლობითაა განპირობებული.

  ლაბორატორიის მუშაობის მდგრადობა დაკავშირებულია პროცესის წამართვასთან, აგებულებასთან, კონსტრუქციასთან და ლაბორატორიის მუშაობის თავისებურებებთან. ლაბორატორიის მენეჯერები მაქსიმალურად ცდილობენ შეამცირონ ენერგეტიკული თუ მატერიალური დანახარჯი, აგრეთვე - საშიში ქიმიკატებისა და ინფექციური აგენტების გავრცელება, რომელიც შეიძლება შემთხვევით გარემოში აღმოჩნდეს. ლაბორატორიული მოწყობილობები ლაბორატორიის სამუშაო პროცესში არსებით როლს თამაშობს, შესაბამისად, ლაბორატორიის მენეჯერებს ევალებათ ისეთი პროდუქტების შერჩევა რომელიც, ერთი მხრივ, ლაბორატორიის მდგრადი განვითარების მიზნებს შეესაბამება, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფს ადგილზე შენახული ქიმიკატებისა და ხსნარების ხარისხსა და უვნებლობას.

  პოლიმერული ბოთლები, თასები, ამპულები და სხვა ჭურჭელი, მინის ჭურჭელთან შედარებით, უკეთესი თვისებებით გამოირჩევა. პლასტმასის ჭურჭელი  მსუბუქია და არ ტყდება. ამის საპირწონედ კი, მინის ჭურჭელი მძიმეა და მოპყრობისას  დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. გარდა ამისა, მინის კონტეინერები ადვილად ტყდება, რამაც ჯანმრთელობისთვის საშიში მასალის გარემოში გამონთავისუფლება შეიძლება გამოიწვიოს, რაც პირველ რიგში, ლაბორატორიის პერსონალს უქმნის საფრთხეს. მეტიც, გატეხილ ჭურჭელს ჩანაცვლება სჭირდება, რაც დამატებითი ხარჯია ლაბორატორიისათვის.

  ლაბორატორიულ მოწყობილობებზე არჩევანის გაკეთებისას ლაბორატორიის მენეჯერს მხედველობაში აქვს სწორედ მდგრადი განვითარების მიზნები, რის გამოც მინის ჭურჭელზე არჩევანი შეიძლება არ გაკეთდეს. მინის ჭურჭელი ბევრად უფრო მძიმე და მსხვრევადია,  გადაზიდვისას მას შეუძლია ნახშირბადის უფრო მკვეთრი კვალის დატოვება, შესაბამისად, უსაფრთხოების მიზნით, საჭიროა მინის ჭურჭლის უფრო გულდასმით შეფუთვა. მართალია, გულდასმით შეფუთვა ჭურჭლის უსაფრთხო გადაზიდვას უზრუნველყოფს, თუმცა დამატებითი მასალის გამოყენებას მოთხოვს, რაც, თავის მხრივ, ნარჩენების განთავსების საჭიროებასაც ქმნის.

  მინის კონტეინერები, ძირითადად, ბოროსილიკატის მასალისგან მზადდება, რომელიც ქიმიკატების, გამომწვევებისა და ტემპერატურის მიმართ საკმაოდ მდგრადია, რის გამოც ურთულეს ლაბორატორიულ პირობებშიც კი შეიძლება მისი გამოყენება. თუმცა, ბოროსილიკატის მინა გადამუშავებას არ ექვემდებარება, რაც ნაგავსაყრლეებზე დამატებითი მასალის გაჩენას გულისხმობს. გარდა ამისა, პლასტიკურ ჭურჭელთან შედარებით, მინის დამზადებისთვის გაცილებით მეტი ენერგიაა საჭირო, რაც მწარმოებელი ქარხნების მიერ ნახშირბადის გამონთავისუფლების მაჩვენებელს ზრდის.

  პოლიმერული ჭურჭელი ლაბორატორიებში ხელს უწყობს მდგრად განვითარებას

  პოლიმერული ჭურჭლის უმეტესობა პოლიპროპილენის ან მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის მასალისგან მზადდება. გარდა იმისა, რომ ეს მასალა ცოტოტოქსიური არაა და შესაბამისად, ვარგისია ფარმაცევტულ პროდუქტებთან პირდაპირი შეხებისათვის, ხსენებული მაღალი ხარისხის პოლიმერები გადამუშავებას ექვემდებარება. გადამუშავებას რომ ექვემდებარება,   მასალის ვარგისიანობის ერთადერთი კრიტერიუმი როდია, თუმცა გასათვალისწინებელი ფაქტორია ჭურჭელზე არჩევანის გაკეთების დროს. ამ კრიტერიუმის გარდა, პლასტმასის კონტეინერები უნდა აკმაყოფილებდნენ სხვა კრიტერიუმებსაც, კერძოდ, არ უნდა შეიცავდნენ ისეთ დანამატებს, როგრებიცაა: დამარბილებლები, ფილერები, ობის სოკოს მწარმოებელი აგენტები, უნდა შეიცავდეს ანტიოქსიდანტებისა და თბოსტაბილიზატორების მინიმალურ, სავალდებულო ოდენობას. სათანადო პირობებში ზოგიერთ დანამატ მასალას ახასიათებს პლასტიკადიდან გამოჟონვის და ლაბორატორიულ ხსნარებში შეღწევის უნარი, შესაბამისად, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ლაბორატორიის ჭურჭელი უმაღლესი ხარისხის მასალით იყოს დამზადებული.

  მსხვრევის მიმართ მდგრადობა გულისხმობს იმას, რომ ჭურჭლის ტრანსპორტირება მინიმალური დანახარჯებითა და შეფუთვითაა შესაძლებელი, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ლაბორატორიის მიერ ნარჩენების წარმოების შემცირებას. კიდევ ერთი ეკოლოგიური სარგებელი მდგომარეობს იმაში, რომ ის შეფუთვა, რომელიც პლასტმასის კონტეინერებისთვის გამოიყენება, ხშირად, თავად ექვემდებარება გადამუშავებას. ასეთი შესაფუთი მასალა მინის ჭურჭლისათვის არ გამოიყენება, რადგან ამ მასალის მექანიკური გამძლეობა დაბალია.

  საუკეთესო პრაქტიკის წარმოება

  შესყიდვებზე გადაწყვეტილების მიღებისას პლასტმასის ჭურჭლის და მოწყობილობების სასარგებლოდ არსებული მთავარი არგუმენტი არის ის, რომ ამ მასალასთვის გაცილებით ნაკლები ეკოლოგიური კვალია დაახასიათებელი. ლაბორატორიის მდგრადი განვითარების მისაღწევად და ეკოლოგიური კვალის მინიმუმამდე დასაყვანად აუცილებელია თავად მწარმოებლის მიერ გაწეული ეკოლოგიური კვალის გათვალისწინებაც. მაგალითად, პლასტმასის აღჭურვილობის დასამზადებლად, მწარმოებელს, ხშირად, დიდი ოდენობის ელექტროენერგიის გახარჯვა უწევს, რაც გარემოში ნახშირბადის გამოყოფას ზრდის. ამიტომ, მნიშვნელოვანია ჰიდროელექტროსადგურებიდან ან ქარის ენერგოსადგურებიდან მოპოვებულ ენერგიაზე დამზადებულ პროდუქტზე შეჩერდეს ყურადღება. აგრეთვე, მნიშვნელოვანია ქაღალდისა და პლასმტასის ადგილზე გადამუშავების პროცესის დანერგვა, რაც ნაგავსაყრელების დაბინძურებას ამცირებს.  ზოგიერთი მწარმოებელი კიდევ უფრო შორს მიდის და, ზოგჯერ, უკვე გახარჯულ ქაღალდს, ზოგჯერ 100%-საც კი ახალი შეფუთვების დასამზადებლად იყენებს.

 

  არაკომერციულმა ორგანიზაციამ, „ჩემი მწვანე ლაბორატორია“, რომელიც სამცნიერო ლაბორატორიების მდგრადი განვითარების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული, ჩაუშვა  ACT პროგრამა (accountability- ანგარიშვალდებულება, consistency -თანმიმდევრულობა, transparency - გამჭვირვალობა), რომელიც შემუშავდა იმისთვის, რომ ლაბორატორიის მენეჯერებს დაეხმაროს შესყიდვების თაობაზე ბევრად ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში. ეს კი, თავის მხრივ, დაწესებულების ეკოლოგიური კვალის შემცირებაზე აისახება. პროგრამაში გაწერილია ლაბორატორიაში სახარჯი მასალებით, ქიმიკატებითა და აღჭურვილობით გამოწვეული ეკოლოკგიური კვალის იმფაქტ ფაქტორი (გავლენის ფაქტორი), სადაც შეფასებულია პროდუქტის წარმოებაში, მოხმარების დროს და საბოლოოდ მიღებული ნარჩენების ეკოლოგიური გავლენა, მათ შორის, გახარჯული წყლისა და ენერგიის ოდენობა, ქიმიკატების მოხმარება, შეფუთვა და გადაზიდვა. რაც უფრო დაბალია ქულა, მით ნაკლები გავლენა აქვს პროდუქტს ეკოლოგიაზე. ეს მასშტაბური პროგრამა მთელს მსოფლიოში ხელმისაწვდომია მეცნიერებისთვის, შესყიდვების სპეციალისტებისა და მდგრადი განვითარების დირექტორებისთვის, რაც მათ საშუალებას აძლევს ესა თუ ის პროდუქტი საკუთარი ლაბორატოორის სტანდარტების შესაბამისად შეისყიდონ. გარდა ამისა, ACT პროგრამის ქულაზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღება ლაბორატორიის მენეჯერებს საშუალებას აძლევს, ამა თუ იმ მასალის განთავსების წესებსაც გაეცნონ. ა.შ.შ-ში ამ პროგრამით უკვე მრავალი ლაბორატორია სარგებლობს.

 

  ACT პროგრამა  პროდუქტის წარმოების გაუმჯობესების საშუალებას მწარმოებლებსაც აძლევს. პლასტმასის ჭურჭლის წარმოებისთვის საჭირო სხვადასხვა მასალა ACT ქულების სისტემაში დაბალი ან მაღალი ქულით ფასდება. ლაბორატორიული აღწურვილობა და ჭურჭელი, რომლის დასამზადებლადაც გამოიყენება სუფთა, გადაუმუშავებელი მასალა, როგორც წესი, უსაფრთხოების სტანდარტებს უკეთესად შეესაბამება, რადგანაც მასალა არ შეიცავს უცნობ ნაერთებს, რომელიც შემდგომ, შესალოა ხსნარების დაბინძურების წყარო გახდეს. შედეგად კი, ასეთ კონტეინერებში შენახული ქიმიკატები ქიმიურ თვისებებს და სისუფთავეს უფრო კარგად ინარჩუნებენ. ასეთ შემთხვევაში, პროდუქტის ხასისხი მდგრად განვითარებაზე უფრო პრიორიტეტულია. სუფთა, გადაუმუშავებელი მასალისგან პლასტმასის ჭურჭლის დამზადება მწარმოებლის მიერ უფრო მეტი ენერგიისა და ბუნებრივი რესურსის დანახარჯს მოითხოვს.

 

  ლაბორატორიაში დანერგილი საუკეთესო პრაქტიკა

  GeneXpert სისტემა მსოფლიოში პირველი და ერთადერთი სისტემაა, რომელიც რეალურ დროში ნიმუშების მომზადებას, პოლიმერაზულ ჯაჭვურ რეაქციას, ამპლიფიკაციასა და დეტექციას ერთ პროცესში ითავსებს. GeneXpert -ის მთავარი უპირატესობა ცეფეიდის პატენტი, დამოუკიდებელი, ინტეგრირებული, ერთჯერადი კარტრიჯია. ინოვაციური ტექნოლოგია საშუალებას აძლევს, როგორც ლაბორატორიის თანამშრომლებს, ისე ლაბორატორიაში მუშაობის გამოცდილების არ მქონე პერსონალს ჩაატაროს მოლეკულური ანალიზი მრავალფეროვან გარემოში კონტამინაციისა და ეკოლოგიური კვალის მინიმუმამდე დაყვანის გზით. სისტემა მოწოდებულია როგორც საავადმყოფოების, ასევე კვლევითი ლაბორატორიების, ექიმის ოფისის, საჯარო ჯანდაცვის კლინიკებში და კორპორატიულ გარემოში სამუშაოდაც.

 

 

 

 

 

  უსაფრთხოება

  Xpert ტესტების მთავარი უპირატესობა კარტრიჯის დახურული და ინტეგრირებული სისტემაა, რაც ACT პროგრამის თანახმად,  უსაფრთხოების მთავარი კრიტერიუკმია. კარტრიჯი ერთჯერადია და ექვემდებარება პლასტმასის გადამუშავების სტანდარტებს. გარდა ამისა, კარტრიჯი შეიცავს პროცესისათვის ყველა საჭირო ქიმიკატსა და რეაქცტივს, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს როგორც ადამიანური, ისე ბუნებრივი რესურსების გამოყენების აუცილებლობა. კარტრიჯი  სპეციალურადაა შემუშავებული იმგვარად, რომ იცავს ამპლიკონებს კონტამინაციისაგან და ეკოლოგიური კვალის შემცირებას უწყობს ხელს.

დასკვნა:

სამეცნიერო თუ საავადმყოფოებზე დაფუძნებული ლაბორატორიის მენეჯერებს კარგად ესმით, რომ მათ გადაწყვეტილებებს, პოლიმერული მასალისგან დამზადებული ჭურჭლის და სახარჯი მასალების შეძენის თაობაზე გავლენა აქვს ეკოლოგიურ კვალზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბაზარზე არსებული პროდუქტების სიმრავლე არჩევანს ართულებს.  ACT პროგრამების მსგავსი ინიციატივები საშუალებას აძლევს ლაბ. მენეჯერებს, სწორი არჩევანი გააკეთონ, პროდუქტების შედარების გზითა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების გზით.

გადამუშავებას დაქვემდებარებული მასალები  სულ უფრო აქტიურად გამოიყენება ლაბორატორიებში და შესაძლოა, მომავალში, სავალდებულოც გახდეს.

წყარო:https://www.mygreenlab.org/

bottom of page