top of page
CTNG.jpg

Xpert® CT/NG

Chamydia trachomatis-ისა და Neiserria gonorrhoeae-ს დეტექცია და დიფერენციაცია სულ რაღაც 90 წუთში

"ტესტი, რომელიც ზუსტ შედეგებს აწვდის პაციენტს უშუალოდ კლინიკაში მოსვლის დღეს, რაც უაღრესად ძვირფასი მეთოდია ისეთი ინფექციური დაავადებების კონტროლისთვის, როგორებიცაა ქლამიდია და გონორეა. ანალიზის პასუხების ლოდინსა და მკურნალობის დაყოვნებას 25 ინფიცირებული ქალბატონიდან 1 შემთხვევაში გართულებების განვითარება შეიძლება მოჰყვეს. ანალიზის შედეგების დრო 90 წუთზე ნაკლებ დროს მოითხოვს, რაც განსაკთრებით მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის, რომელთაც ჯერ არ დაუტოვებიან სასწრაფო დახმარების კაბინეტები ან არ დაბრუნდებიან მკურნალობის აღმოსაჩენად“.

დოქტორი ედვარდ ვ. ჰუკ III

ალაბამას უნივერსიტეტის მედიცინისა და ეპიდემიოლოგიის პროფესორი, ბირმინგჰემი; ჯეფერსონის ჯანმრთელობის დეპარტამენტის სგგდ საკონტროლო პროგრამის დირექტორი.

მოთხოვნილება

ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ორგანიზაციის (ECDC) თანახმად, უკანასკნელი ათწლეულის განმავლოობაში ქლამიდიის ინფექციის აღრიცხული შემთხვევების რაოდენობა ორჯერ გაიზარდა. იზრდება, აგრეთვე, გონორეას სიხშირეც, რომელიც, როგორც წესი, ქლამიდიის თანხმლები ინფექციაა. მკურნალობის გარეშე ორივე ინფექციამ სერიოზული გართულებები შეიძლება გამოიწვიოს.

 

რატომ ურჩევნია ლაბორატორიას CT/NG ტესტირების შეთავაზება?

 

  • ზუსტი, სანდო პასუხები და ასლების მიღების შესაძლებლობა

  • პაციენტის მკურნალობა უშუალოდ კონსულტაციის დღეს

  • ნიმუშებისა და რეაგენტების მომზადებაზე დახარჯული ნაკლები დრო

  • ტესტების მეტი არჩევანი, ერთი პლატფორმა

გამოსავალი

ამჟამად CT/NG ტესტის ჩატარება ყველას შეუძლია. თითოეული კარტრიჯი შეიცავს ყველა საჭირო ნაერთს, მათ შორის, სამ საკონტროლო ტესტს, რომელიც აპარატის ფუნქციონირებას ამოწმებს.  Xpert® CT/NG - ის  გამოყენებით ახლა უკვე შესაძლებელია  პაციენტის მკურნალობა უშუალოდ კონსულტაციის დღეს, რაც ბევრად უფრო ხელსაყრელია პრაქტიკოსი ექიმებისთვის.

 

 CT/NG ტესტირება საჭიროებისამებრ— ახალი თაობის გადაწყვეტილება

 

  • ნიმუშის შესაბამისობის კონტროლი ადასტურებს, რომ ნიმუში კონკრეტულ პაციენტს ეკუთვნის

  • CT სამიზნე Cepheid-ისთვის უნიკალურია; შერჩეულია მოწინავე ტექნოლოგიით და მოიცავს მაქსიმალურ ვარიანტებს

  • თავდაჯერებას მატებს NG – ის ორი დამატებითი დამოუკიდებელი სამიზნე

  • სთავაზობს უფრო მეტ ტესტს, ვიდრე ნებისმიერი სხვა პლატფორმა

გავლენა​

სწრაფი და ეფექტური ტესტირება მაღალ კვალიფიციური რესურსების სწორი გამოყენების საშუალებას იძლევა. გააუმჯობესეთ თქვენი ლაბორატორიული მუშაობა მოთხოვნისამებრ მოქნილი  ხელმისაწვდომობით. შეუთავსეთ GeneXpert®   სისტემის მუშაობა სხვადასხვა სახის ტესტების (მაგალთად, GBS, MRSA, C. difficile, და Flu)  წარმოებას და მიაღწიეთ ლაბორატორიული მომსახურების უკვე ნაცად გაუმჯობესებას.

 

გადაიყვანეთ ლაბორატორიული მუშაობა რეაქტიულიდან პროაქტიურზე

  • ანალიზის შედეგები იმავე დღეს და პაციენტთა გაუმჯობესებული მართვა

  • მოთხოვნისამებრ მიაწოდეთ თქვენს ექიმს ანალიზის შედეგები იმავე დღეს,  90 წთ-ში

  • დაუკავშირდით პაციენტს უფრო სწრაფად

  • დაეხმარეთ პაციენტებს ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში

pathway.jpg
bottom of page