Xpert® GBS
უშუალოდ მშობიარობის დროს ტესტირებისთვის
"ბ ჯგუფის სტრეპტოკოკის ტესტირება უშუალოდ მშობიარობის დროს Cepheid-ის სისტემა უპირატესობით სარგებლობს, რადგან ტესტირების განხორციელების საშუალება მეანებსა და მშობიარობაში მონაწილე სხვა პერსონალს აქვს უშუალოდ პაციენტის საწოლთან. ანალიზის პასუხი ხელმისაწვდომია სულ რაღაც 30 წთ-ში, რომლის სპეციფიკურობა და სენსიტიურობა ≥ 90%"
-პერინატალური დაავადებების პრევენციის ცენტრი. MMWR 2010 Nov 19; 59 (10)
მოთხოვნილება
ბ ჯგუფის სტრეპტოკოკი (GBS) ახალშობილთა სიკვდილიანობის მთავარი გამომწვევი მიზეზია. მშობიარე დედათა კოლონიზაციის მაჩვენებელი არ შეცვლილა, თუმცა გესტაციის 35-37-ე კვირაზე საყოვლეთაო ანტენატალური სკრინინგისა პროფილაქტიკური ანტიბიოტიკოთერაპიის გამოყენების დანერგვამ ახალშობილებში ადრეული დაავადებების განვითარების მაჩვენებელი შეამცირა. 1,2
გამოწვევები მაინც არსებობს, მათ შორის:
-
პროფილაქტიკური ანტიბიოტიკოთერაპია, რომელიც ბჯს-ზე უარყოფით 65-85% ორსულ ქალებს ანტიბიოტიკის არამიზნობრივად გამოყენების რისკის ქვეშ აყენებს. ეს უკანაკსნელი კი რეზისტენტული შტამების გამოჩენასთანაა დაკავშირებული. 3
-
50% უარყოფითი პასუხი მხოლოდ აგარაზე გაზრდილი კულტურის შემთხვევაში. 4
(1) CDC. (2010). Prevention of Perinatal Group B Streptococcal Disease, Revised Guidelines. Morbidity and Mortality Weekly Report, Vol.59. (2) ACOG, A.C. (2011). Prevention of Early-Onset Group B Streptococcal Disease in Newborns. Committee Opinion, 1. (3) Alfa, M. J. (Sept. 2010). Real-Time PCR Assay provides reliable assessment of intrapartum carriage of group B streptococcus. Journal of Clinical Microbiology, 3095-3099. (4) Paolucci, M. E. (2012). How can the microbiologist help in diagnosing neonatal sepsis? International Journal of Pediatrics, 14.
გამოსავალი
Cepheid-ის Xpert® GBS ერთაერთი ტესტია, რომელიც მშობიარობის დროს ბჯს-ს ტესტირებისთვის CDC-ს კრიტერიუმებსსრულებით აკმაყოფილებს. ტესტი გთავაზობთ დადებით პასუხს სულ რაღაც 35 წთ-ში, ხოლო უარყოფით პასუხს - 55 წთ-ში. Xpert® GBS 91, 9% სენსიტიურობა და 95,6% სპეციფიკურობა ახასიათებს.
Cepheid-ის GeneXpert სისტემა, Xpert® GBS LB და Xpert GBS არამხოლოდ უბრალოდ გამოსავალი, არამედ ერთადერთი საშუალებაა, რომელიც CDC-ს კრიტერიუმებს სრულებით აკმაყოფილებს როგორც ანტენატალური, ისე უშუალოდ მშობიარობის დროს ტესტირებისთვის.
მოლეკურული დიაგნოსტიკა მოთხოვნისამებრ - იდეალური გადაწყვეტილება
-
სისტემა შემუშავებულია ტესტირების ადრეული შეწყვეტის ფუნქციით; დადებითი შედეგის შემთხვევაში პასუხი დაუყოვნებლივ მოგეწოდებათ.
- როგორც კი გამომწვევის არსებობა დასტურდება, სისტემა ანალიზს წყვეტს და გატყობინებთ პასუხს.
-
საშუალო სირთულის ტესტი
- სწრაფი ტესტების განხორციელება შეუძლიათ როგორც ლაბორატორიის თანამშრომლებს, ასევე უშუალოდ მშობიარობის პროცესში მონაწილე მეანებსა და სხვა პერსონალს
- ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს, რაც ნიმუშების მოგროვებისა და ლოდინის აუცილებლობას თავიდან გაცილებთ.
გავლენა
Xpert® GBS პირველი და ერთაერთი ტესტია, რომელიც სპეციალურადაა შემუშავებული ისე, რომ მისი გამოყენება შეუძლიათ როგორც ლაბორანტებს, ასევე მშობიარობის პროცესში მონაწილე მეანებსა და სხვა პერსონალს. ხელმისაწვდომია 24/ 7-ზე, 365 დღე - წელიწადში.
სწრაფი ტესტირების გარეშე