top of page

ინტერვიუ მწარმოებელთან - Cepheid-ის ინოვაციის არსი: ქალთა ჯანმრთელობის სადიაგნოსტიკო ხაზი

დოქტორი დეივიდ პერსინგი და დოქტორი ფრედ ვეირი საუბრობენ Xpert CT/NG და Xpert GBS LB ტესტებზე და გვიზიარებენ, თუ რატომ იყო მნიშვნელოვანი ამ ტესტების შემუშავება Cepheid-ის ქალთა ჯანმრთელობის სადიაგნოსტიკო ხაზში.

რატომ გადაწყვიტეთ Cepheid-ის ქალთა ჯანმრთელობის  სგგდ (სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების) სადიაგნოსტიკო ტესტების ხაზსში თავდაპიორველად Chlamydia trachomatis (CT) და Neisseria gonorrhoeae (NG) სადიაგნოსტიკო ტესტების შემუშავება და რამდენად მნიშვნელოვანია Xpert CT/NG ტესტის არსებობაზე ინფორმაციის ფლობა?

დეივ პერსინგი: ქლამიდია და გონორეა ა.შ.ში-ში ყველაზე გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებია. დროული დეტექციისა და სწორი დიაგნოსტირების პირობებში ორივე მათგანის მკურნალობა და მართვა საკმაოდ მარტივია. თუმცა, ინფექციაზე გასულ წელს 25 წელზე პატარა ასაკის სქესობრივად აქტიური ქალების 40%-ზე ნაკლები შემოწმდა.

ფრედ ვეირი: მართალია, ბაზარზე უკვე არსებობდა კარგი პროდუქტები, თუმცა აღნიშნული პროდუქტები დიაგნოსტირებისთვის ნაცხის ნიმუშების დაგროვებას და რთულ ლაბორატორიულ პროცედურებს საჭიროებს. ეს კი ექიმებისთვისა და პაციენტებისთვის, რომელთაც ანალიზის პასუხები დაუყოვნებლივ სჭირდებათ, ხელსაყრელი არაა. ანალიზის პასუხისთვის სულ რაღაც 90 წთ განსაკუთრებით ხელსაყრელია სასწრაფო დახმარების განყოფილებებში, აგრეთვე ისეთ შემთხვევებში, როდესაც პაციენტი მეორე ვიზიტზე შეიძლება აღარ დაბრუნდეს. ჩვენი მიზანი იყო ისეთი ტესტის შემუშავება, რომელიც ექიმებს ხსენებული ინფექციების მაქსიმალურად ადრეულ ეტაპზე გამოვლინებაში დაეხმარებოდა.

ცრუ დადებითი პასუხები სგგდ-ს დიაგნოსტიკაში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, განსაკთრებით კი მწვავედ დგას საკითხი გონორეას შემთხვევაში. როგორ მოახერხა თქვენმა კვლევითმა გუნდმა Xpert CT/NG’s სპეციფიკურობის ამაღლება?

დეივ პერსინგი: ბიოსაფრთხის გამოვლენის პროგრამასთან მუშაობით შეძენილმა გამოცდილებამ, სადაც 11 მილიონ ტესტზე მეტი ცრუ დადებითი შედეგის გარეშე ჩავატარეთ, გვასწავლა, რომ ცრუ დადებითი შედეგის ალბათობის მინიმუმამდე დაყვანა ერთის ნაცვლად რამდენიმე გენეტიკური სამიზნის არსებობითაა შესაძლებელი. გარდა ამისა, ჩვენმა კვლევითმა გუნდმა in silico მიდგომას მიმართა და CT-სა და NG-ს დეტექცია მრავლობითი გენეტიკური სამიზნეების გამოყენებით გააუმჯობესა.

ფრედ ვეირი: Xpert CT/NG პაციენტის ნაცხში გონორეას გამომწვევის ორ უნიკალურ და დამოუკიდებელ სამიზნე კოდონს ავლენს. იმისათვის, რომ პაციენტს ინფექციის არსებობა დაუდასტურდეს, სავალდებულოა, რომ სისტემამ ორივე სამიზნე კოდონი აღმოაჩინოს.

სხვა რა უნიკალური თვისებები განასხვავებს Xpert CT/NG ტესტს ბაზარზე არსებული სხვა ტესტებისგან?

დეივ პერსინგი: ბაზარზე არსებული მსგავსი პროდუქტებისგან Xpert CT/NG, პირველ რიგში, იმით განსხვავდება, რომ ამ ტესტში FDA-ის მიერ დაშვებულია ყველა ძირითადი ნიმუშის გამოყენება: ქალისა და კაცის შარდი, ენდოცერვიკალური ნაცხი, კლინიკურ პირობებში პაციენტის მიერ საკუთარი ხელით მოპოვებული ვაგინალური ნაცხი. გარდა ამისა, ტესტით გათვალისწინებულია უმაღლესი კლასის საკონტროლო სისტემაც, რაც, ვთვლით, რომ  პირველი თაობის ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ სირთულეებს უკან ჩამოიტოვებს და GeneXpert-ის სისტემის მუშაობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

ფრედ ვეირი: Xpert CT/NG თავის კლასში ყველაზე დახვეწილი და საკმაოდ კომპლექსური ტესტია, თუმცა მისი ჩატარება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ლაბორატორიაში, რაც, ზოგადად, ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ ტესტის მეშვეობით ხსენებული დაავადებებით გამოწვეული ტვირთი მნიშვნელოვნად შემცირდება.

ახლა კი ქალთა ჯანმრთელობის სადიაგნოსტიკო ხაზს შევეხოთ: Xpert GBS ქალთა ჯანმრთელობის ხაზში პირველი ტესტი იყო, რომელიც Cepheid-მა წარმოადგინა. რა დადებითი გავლენა შეიძლება იქონიოს თქვენმა უახლესმა პროდუქტმა - Xpert GBS LB?

ფრედ ვეირი: Xpert GBS ერთადერთი ტესტია, რომლის გამოყენებაც შეუძლიათ როგორც მიკრობიოლოგების, ისე ლაბორატორიული მუშაობის გამოცდილების არ მქონე პროფესიონალებს - მეან-გინეკოლოგებსა და მშობიარობის პროცესში მონაწილე მედდებს — 24სთ განმავლობაში, წელიწადში 365 დღე.  Xpert GBS LB მშობიარობამდელი სკრინინგი ტესტია, რომელიც კლინიკური ლაბორატორიის მოხმარებისთვისაა გათვალისწინებული. საჭიროა მხოლოდ ერთი მარტივი ეტაპი, დანარჩენს კი GeneXpert სისტემა აკეთებს.

დეივ პერსინგი: Cepheid ერთადერთი მწარმოებელია, რომელიც ექიმებს ბ ჯგუფის სტრეპტოკოკის სრული სპექტრის ტესტირებას სთავაზობს ერთ პლათფორმაზე. არსებული სტანდარტი ნეონატალური ბ ჯგუფის სტრეპტოკოკით გამოწვეული დაავადების სკრინინგს გესტაციის 35-37 კვირაზე ითვალისწინებს. გამოიყენება 18-24 საათიანი ინკუბაციის შემდეგ გამდიდრებული ბულიონის მეთოდი (LimBroth), რომელსაც კულტივირება მოჰყვება. ეს უკანასკნელი კი საკმაოდ დიდი გამოცდილების პროფესიონალების ჩართულობას მოთხოვს. GeneXpert სისტემა შემდეგი ტესტებით: Xpert GBS LB და Xpert GBS ერთადერთი გამოსავალია, რომელიც როგორც ანტენალალური, ისე უშუალოდ მშობიარობის დროს სკრინინგისთვის დაავადებების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის სტანდარტებს შეესაბამება.

Friday, December 23, 2016Written by Dr. David Persing, Chief Medical and Technology Officer, and Dr. Fred Weir, Director of Research and Development

bottom of page