top of page

ვირუსის დიაგნოსტირება

  წელიწადის ეს დრო გამოირჩევა გრიპის მაღალი ინტენსივობით.

  დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი რეკომენდაციას უწევს გრიპზე აცრას ოქტომბრის ბოლო რიცხვებიდან.

  ამჟამად ხელმისაწვდომი ვაქცინა ოთხი სხვადასხვა ვირუსისგან გიცავთ. ვაქცინა აცრიდან ორ კვირაში იწყებს მოქმედებას.

  ისმის კითხვა, როგორ გავიგოთ გრიპის ვირუსი გვაქვს თუ სხვა რამ?

  ნიუსვოჩის რეპორტიორს, რაიან ლეკს იშვიათი შესაძლებლობა მიეცა, თავად დაკვირვებოდა პროცესს დენვილთან ახლოს მდებარე გესინგერის სამედიცინო ცენტრის ლაბორატორიაში.

 

 

  მიკრობიოლოგი, დონა ვოკი საუბრობს იმაზე, თუ როგორ აკეთებენ გრიპის ვირუსის ტესტებს ექსპერტები. თუ აქამდე ვირუსის იდენტიფიკაციისთვის 3 კვირამდე იყო საჭირო, ახლა ეს სულ რაღაც 20 წთ-შია შესაძლებელი.

  ლაბორატორიის თანამშრომლების შრომა ხშირად, არსებით როლს თამაშობს ექიმებისთვის, რადგან სწორედ ლაბორატორიაში ხდება იმ ვირუსების დეტექცია, რომლის წინააღმდეგაც შემდგომ ექიმი ნიშნავს სათანადო პრეპარატებს.

  გარდა ამისა, სწორედ ლაბორატორია აწვდის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს ინფორმაციას ავადობაზე.

  ფიქრობთ, რომ გრიპი გაქვთ? ექსპერტების რჩევაა, მიაკითხეთ ოჯახის ექიმს და გაიკეთეთ ტესტი ვირუსზე.

bottom of page