top of page

ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV) და საშვილოსნოს ყელის კიბო

მთავარი ფაქტები:

  • ადამიანის პაპილომა ვირუსი მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებულია

  • არსებობს 100-ზე მეტი პაპილომა ვირუსის ტიპი, რომელთაგანაც 14 კიბოს გამომწვევია (ცნობილია, როგორც მაღალი რისკის შემცველი ტიპები)

  • HPV ძირითადად გადადის სქესობრივი კონტაქტის გზით.

  • საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების მთავარი მიზეზი, სხვა სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებთან ერთად, HPV ვირუსის კონრეტული სახეობებია.

  • ვირუსის ორი ყველაზე საშიში გენოტიპია (16 და 18) საშვილოსნოს ყელის კიბოსა და კიბოსწინარე ყელის წყლულების შემთხვევათა 70 %-ში ვლინდება

  • დადგენილია, აგრეთვე, HPV –ის კავშირი ანუსის, ოროფარინგეალურ და სასქესო ორგანოების კიბოსთანაც.

  • საშვილოსნოს ყელის კიბო ქალებში კიბოს გავრცელებით მეორე ადგილზეა. 2018 წელს მსოფლიოში 570 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

  • 2018 წელს საშვილოსნოს ყელისკიბოთი მსოფლიოში დაახლოებით 311 000 ქალი დაიღუპა; სიკვდილიანობის მაჩვენებლის 84%-ზე მეტი დაბალ ან საშუალო შემოსავლის მქოინე ქვეყნებზე მოდის.

  • საშვილოსნოს ყელის კიბოს გავრცელების კონტროლი მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს: პირველადი რიგის პრევენცია (ვაქცინაცია), მეორადი რიგის პრევენცია (სკრინინგი და წინარეკანცეროგენული წყლულებისა და ეროზიების მკურნალობა),  მესამეული რიგის პრევენცია (ინვაზიური ფორმის დიაგნოზი და მკურნალობა) და პალიატიური მზრუნველობა

  • მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია რეკომენდაციას უკეთებს ვაქცინაციას 16 და 18 ტიპის HPV-ზე, რომელიც წარმატებით დაინერგა უკვე მრავალ ქვეყანაში.

  • 30 წლის ან მეტი ასაკის ქალებში კიბოსწინარე მდგომარეობების სკრინინგი და მკურნალობა ხარჯთ-სარგებლიანია და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის საუკეთესო საშუალებაა

  • დადგენილია, აგრეთვე, რომ HPV საწინააღმდეგო ვაქცინები სავსებით უსაფრთხოა და ძალიან ეფექტურად მოქმედებს HPV-ით გამოწვეული ინფექციების პრევენციაში

  • საშვილოსნოს ყელის კიბოს განკურნება შესაძლებელია თუკი ადრეულ ეტაპზე მოხდება დიაგნოსტიკა

 

 

   რა არის HPV?

  ადამიანის პაპილომა ვირუსი ყველაზე გავრცელებული ვირუსია, რომელიც რეპროდუქტიულ ორგანოებს აზიანებს. სქესობრივად აქტიური მამაკაცებისა და ქალების უმეტესობა ცხოვრებაში ერთხელ მაინც ინფიცირდება ვირუსით, ზოგიერთი მათგანი კი განმეორებითადაც.

   დაინფიცირების ყველაზე მაღალი რისკი სქესობრივი აქტივობის შემდეგ დგება. მართალია, ვირუსი სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს მიეკუთვნება, თუმცა პენეტრაციული სქესობრივი კონტაქტი სულაც არაა საჭირო ამ უკანასკნელით დაინფიცირებისათვის. ვირუსის გადაცემისათვის კანთან კონტაქტიც სავსებით საკმაირია.

   HPV ვირუსის მრავალი სახეობა არსებობს, რომლებიც არ იწვევებს დაავადებებს. გადაცემიდან რამდენიმე თვეში ვირუსის მოქმედება, როგორც წესი, თავისით ლაგდება. ზოგიერთი HPV ვირუსის სახეობა კი მარტივად არ ექვემდებარება ორგანიზმის მიერ გამომწვევის გაუსნებოვნებას და პროგრესირებს საშვილოსნოს ყელის კიბოში.

   საშვილოსნოს ყელის კიბო HPV ვირუსთან ასოცირებული ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. საშვილოსნოს ყელის კიბოს თითქმის ყველა შემთხვევა დაკავშირებულია HPV ვირუსთან.

   HPV ვირუსის კონრეტულ სახეობები იწვევენ ანუსის, ოროფარინგეალურ და სასქესო ორგანოების კიბოებს, რომელთა პრევენცია სპეციალური ნაბიჯების დანერგვითაა შესაძლებელი.

   HPV ვირუსის გენოტიპები,  რომელიც არ იწვევს კიბოს (განსაკუთრებთ 6 და 11 ტიპები) და ასოცირებულია გენიტალურ მეჭეჭებთან და რესპირატორულ პაპილომატოზებთან (იწვევს სიმსივნეებს, რომელიც სასუნთქი გზებში იზრდება). მართალია, ვირუსის 6 და 11 გენოტიპები სიკვდილის მიზეზი იშვიათადაა, თუმცა შეიძლება ხსენებული დაავადებები საკმაოდ ხშირად გამოიწვიოს. გენიტალური მეჭეჭები საკმაოდ იოლად გადაეცემა და გავლენას ახდენს სქესობრივ ცხოვრებაზე.

 

   როგორ იწვევს HPV ინფექცია საშვილოსნოს ყელის კიბოს?

   მართალია, HPV ვირუსით გამოწვეული დაზიანებები თავისით ალაგდება, ხოლო კიბოსწინარე მდგომარეობებს სპონტანური გაქრობა ახასიათებს, HPV-ის ზოგიერთი გენოტიპის შემთხვევაში საშვილოსნოს ყელის კიბოს ინვაზიური ფორმების განვითარების საშიშროება მაღალია.

   ჯანმრთელი იმუნური სისტემის მქონე ქალებში კიბოს განვითარებას 15-20 წელი სჭირდება, მაშინ, როცა იმუნოდეფიციტის მქონე ქალებში (განსაკუთრებით, HIV-ით ინფიცირებულ ქალებში) კიბოს განვითარებას 5-10 წელი შეიძლება დასჭირდეს.

   HPV-ის პერსისტიული ფორმისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკ ფაქტორები:

  • HPV გენოტიპი - მისი ონკოგენურობა და კიბოს გამოწვევის უნარი

  • იმუნური სტატუსი - იმუნოდეფიციტის მქონე ქალები უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან

  • სხვა სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებთან კომბინაცია - ვაგინალური ჰერპესი, ქლამიდია და გონორეა

  • შვილის ყოლა, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში

  • თამბაქოს მოხმარება

 

   საშვილოსნოს ყელის კიბოთი გამოწვეული მსოფლიო ტვირთი

   საშვილოსნოს ყელის კიბო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კიბოს ფორმაა. 2018 წელს 570.00 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა მსოფლიოს მასშტაბით. ქალთა სიკვდილიანობის 7,5% სწორედ საშვილოსნოს ყელის კიბოზე მოდის. ყოველწლიურად 311,000 ქალი იღუპება აღნიშნული დაავადებით. მაჩვენებლის 85% მეტი კი განვითარებად ქვეყნებზე მოდის.

   განვითარებულ ქვეყნებში ქალებისთვის ხელმისაწვდომია HPV ვაქცინაცია და რეგულარული სკრინინგი, რაც კიბოსწინარე მდგომარეობების ადრეულ ეტაპზე გამოვლენასა და მკურნალობის დროულად დაწყების შესაძლებლობას იძლევა. ასეთ ქვეყნებში დროული მკურნალობა საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებისგან ქალთა 80% -ს იცავს.

   განვითრებად ქვეყნებში კი წვდომა პრევენციულ ზომებზე დაბალია, რის გამოც საშვილოსნოს ყელის კიბოს გამოვლენა მხოლოდ შორსწასულ ფორმებში ხდება. გარდა ამისა, ასეთ ქვეყნებში შორსსაწული ფორმების მკურნალობის მეთოდებიც შეზღუდულია ( კიბოს ქირურგიული მკურნალობა, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია). ყველაფერი ეს კი ასეთ ქვეყნებში სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს განაპირობებს.

   საშვილოსნოს ყელის კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება ეფექტური ღონისძიებების დანერგვითაა შესაძლებელი.

   საშვილოსნოს ყელის კიბოს კონტროლი: მასშტაბური მიდგომა

   მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციით,  საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია და კონტროლი მასშტაბური მიდგომითაა შესაძლებელი. რეკომენდირებულია თვალყურის დევნება მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მიდგომა მულტიდისციპლინარული უნდა იყოს და უნდა მოიცავდეს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა საზოგადოების განათლება, სოციალური მობილიზაცია, ვაქცინაცია, სკრინინგი, მკურნალობა და პალიატიური მოვლა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

   პირველი რიგის პრევენციული ღონისძიებები გოგონათა ვაქცინაციას სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე,  9-14 წლის ასაკში გულისხმობს.

   სხვა ღონისძიებები ეხება როგორც გოგონებს, ასევე ვაჟებს:

  • სქესობრივ ცხოვრებაზე განათლების მიწოდებთ, მათ შორის სქესობრივი აქტივობის გვიან დაწყებაზე ინფორმაციის მიწოდებთ

  •  სქესობრივად აქტიურ მოსახლეობაში თავდაცვის საშუალებებზე ინფორმაციის მიწოდება

  • თამბაქოს მოხმარების უარყოფით მხარეებზე გაფრთხილება. თამბაქოს მოხმარება, ხშირად, სწორედ მოზარდობის ასაკში იწყება და მნიშვნელოვან რისკ ფაქტორს წარმოადგენს როგორც საშვილოსნოს ყელის, ისე სხვა ორგანოების კიბოს განვითარებისთვის

  • მამაკაცთა წინდაცვეთა

 

   30 წელზე უფროს ქალებს უნდა ჩაუტარდეთ სკრინინგი ყელის უჯრედებსა და კიბოსწინარე წყლულებზე.

   საჭიროების შემთხვევაში რეკომენდირებულია კიბოსწინარე მდგომარეობების კრიოთერაპია (საშვილოსნოს ყელში ანომალური უჯრედების მოყინვითი თერაპია).

   ინვაზიური ფორმის მკურნალობისთვის გათვალისწინებულია ქირურგიული ოპერაცია, რადიოთერაპია და ქიმიოთერაპია.

 

   HPV ვაქცინაცია

   ამჟამად 3 სახის ვაქცინა არსებობს, რომელიც HPV 16 და 18 გენოტიპების საწინააღმდეგოდ გამოიყენება. ცნობილია, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა 71-% სწორედ ამ ორ გენოტიპებთანაა დაკავშირებული. მესამე ვაქცინა HPV-ის სხვა გენოტიპების წინააღმდეგაა მიმართული, რომელიც დანარჩენ 20% შემთხვევებშია პასუხისმგებელი. იქიდან გამომდინარე, რომ HPV 16 და 18 გენოტიპების საწინააღმდეგო ვაქცინა HPV-ის სხვა გავრცელებული გენოტიპების წინააღმდეგაც მოქმედებს ჯვარედინი რეაქციების მეშვეობით, ჯანმოს რეკომენდაციით ხსენებული სამი ვაქცინა სავსებით საკმარისია საშვულოსნოს ყელის კიბოს საწინააღმდეგოდ გამოსაყენებლად. ამ სამი ვაქცინიდან ორი, აგრეთვე, HPV  6 და 11 გენოტიპების საწინააღმდეგოცაა, რომელიც ანოგენიტალურ მეჭეჭებს იწვევს.

   კვლევებით დადგენილია, რომ ვაქცინები უსაფრთხოა და ეფექტური HPV-ით გამოწვეული მდგომარეობების წინააღმდეგ.

   ვაქცინა HPV ინფექციებისა და მასთან ასოცირებული დაავადებების მკურნალობისთვის არ გამოიყენება.

   ზოგიერთ ქვეყანაში ვაქცინაციას არა მხოლოდ ქალებში, არამედ მამაკაცებშიც მიმართავენ.

   ვაქცინაცია საშვილოსნოს ყელის კიბოსთვის სკრინინგის ჩასანაცვლებლად ვერ გამოდგება. ისეთ ქვეყნებში, სადაც მოქმედებს HPV ვაქცინაციის პროგრამები, სკრინინგის პროგრამების არსებობა მკაცრად რეკომენდირებულია.

 

   კიბოსწინარე წყლულების სკრინინგი და მკურნალობა

   საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი მოიცავს კიბოსწინარე წყლულების ან კიბოს სკრინინგს იმ ქალბატონებში, რომელთაც სიმპტომები არ უვლინდებათ და თავს გრძნობენ სრულიად ჯანმრთელად. კიბოსწინარე მდგომარეობები გაცილებით მარტივად ექვემდებარება მკურნალობას, რაც კიბოს პრევენციის საუკეთესო საშუალებაა. სკრინინგით კიბოს ადრეული ფორმების გამოვლენა ხდება. ადრეული ფორმების მკურნალობის პოტენციალი აღემატება შორსწასული ფორმების მკურნალობის პოტენციალს.

   იქიდან გამომდინარე, რომ კიბოსწინარე მდგომარეობები კიბოდ ჩამოყალიბებისთვის წლებს საჭიროებს, სკრინინგი რეკომენდირებულია რეგულარულად 30 წელზე უფროსი ყველა ქალისთვის (სიხშირე დამოკიდებულია სკრინინგ ტესტის სახეობაზე). ქალებს, რომლებიც ინფიცირებული არიან იმუნოდეფიციტის ვირუსით და სქესობრივად აქტიურად ცხოვრობენ, სკრინინგი უნდა ჩაუტარდეთ დიაგნოზის გამოვლენიდან რაც შეიზლება მალე.

სკრინინგის პროგრამასთნ ერთად სავალდებულია ხელმისაწვდომი იყოს მკურნალობისა და მართვის პროგრამებიც. სათანადო მართვის პროგრამების არ არსებობისას სკრინინგის ჩატარება არაეთიკურია.

   ამჟამად ჯანმოს მიერ რეკომენდირებულია სამი სხვადასხვა სახის სკრინინგ ტესტი:

  • მაღალი რისკის შემცველ HPV გენოტიპებზე HPV ტესტი

  • ვიზუალური დათვალიერება ძმარმჟავით (visual inspection with Acetic Acid –VIA)

  • კონვენციური (პაპ) ტესტი და სითხეზე დაფუძნებული ციტოლოგია (LBC)

 

   კიბოსწინარე მდგომარეობების სამკურნალოდ კრიოთერაპია და LEEP პროცედურაა რეკომენდირებული. შორსწასული ფორმების მკურნალობა კი მომდევნო კვლევასა და ადექვატურ მართვას საჭიროებს.

საშვილოსნოს ყელის ინვაზიური ფორმის მართვა

საშვილოსნოს ყელის კიბოზე ეჭვის არსებობისას უნდა მოხდეს მისი გადამისამართება შესაბამის დაწესებულებაში მომდევნო კვლევისთვის.

   საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეული ფორმისთვის დამახასიათებელი სიმპტომები შეიძლება იყოს:

  • რეპროდუქციული ასაკის მქონე ქალებში მენსტრუაციულ ციკლებს შორის არარეგულარული გამონადენი, მოწითალო, მოყავისფრო ფერის

  • პოსტმენსტრუალური ლაქები ან სისხლდენა

  • სქესობრივი კონტაქტის შემდეგ სისხლდენა

  • გაძლიერებული ვაგინალური გამონადენი, ზოგჯერ - უსიამოვნო სუნით

   

   საშვილოსნოს ყელის კიბოს შორსწასული ფორმებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები შეიძლება იყოს:

  • მუდმივი წელის, ფეხის ან მენჯის ღრუს ტკივილი;

  • წონაში კლება, საერთო სისუსტე, მადის დაკარგვა;

  • უსიამოვნო სუნის გამონადენი და ვაგინალური დისკომფორტის შეგრძნება

  • ერთი ან ორივე კიდურის შესიება

 

   სხვა სიმპტომები შეიძლება დაკავშირებული იყოს კიბოს გავრცელებასთან.

   

   დიაგნოზი ჰისტოპათოლოგიურ კვლევას ეფუძნება. კიბოს სტადიის დადგენა სიმსივნის ზომისა და მენჯის ღრუში მისი გავრცელების მიხედვით ხდება. მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე. მკურნალობაში შედის: ქირურგიული მკურნალობა, რადიოთერაპია და ქიმიოთერაპია. კიბოს მკურნალობის მნიშვნელოვანი ნაწილია პალიატიური მოვლაც, ტკივილის მართვა და ფსიქოლოგიური დახმარება.

 

   ჯანმოს პასუხი

   ჯანმო-ს მიერ შემუშავებული საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისა და კონტროლის ზომები მოიცავს ვაქცინაციას, სკრინინგსა და ინვაზიური ფორმების მართვას. ჯანმო სხვადასხვა ქვეყნებთან მუშაობის პროგრამების შემუშავებისა და დანერგვის მიზნით.

   2018 წლის მაისსში, ჯანმოს გენერალური დირექტორმა მოუწოდა პარტნიორ ქვეყნებსა და ორგანიზაციებს საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციასა და კონტროლში შემუშავებული პროგრამა დაენერგათ: ვაქცინაცია, სკრინინგი და მკურნალობა და ინვაზიური ფორმების მართვა.

წყაროები:

1) Ferlay J, Ervik M, Lam F, Colombet M, Mery L, Piñeros M, Znaor A, Soerjomataram I, Bray F (2018). Global Cancer Observatory: Cancer Today. Lyon, France: International Agency for Research on Cancer. Available from: https://gco.iarc.fr/today

hpv.jpg
bottom of page