top of page
Search
  • Writer's pictureMedBlogger

HPV-სთან ასოცირებული საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობაში ახალი იმედი გამოჩნდა

Updated: Sep 8, 2019



იმუნოთერაპია, რომელიც მხოლოდ ორ სამიზნეს მოიცავს, ადამიანის პაპილომა ვირუსთან ასოცირებული კიბოს მკურნალობაში იმედს იძლევა


ჯერ კვლევის პროცესში მყოფი მედიკამენტი, ბინტრაფასტ ალფა ერთდროულად იკავშირებს ორ სამიზნე ცილას: PD-L1 და TGF-beta.


კლინიკური ცდის პირველი ფაზის შეფასებების თანახმად, კერ კიდევ კვლევის პროცესში მყოფმა მედიკამნეტმა ადამიანის პაპილომა ვირუსთან ასოცირებული სიმსივნეების ზომაში შემცირება განაპირობა.


მედიკამენტი, რომელსაც სხვაგვარად M7824-საც უწოდებენ, შემუშავდა ორ სამიზნე ცილასთან შეკავშირების ფუნქციით. ეს ცილები თავისუფალ მდგომარეობაში ყოფნისას იმუნურ სისტემას ხელს უშლიიან, ეფექტურად შეუტიონ სიმსივნურ უჯრედებს.


კვლევაში 43 პაციენტი მონაწილეობდა, რომელთაც კიბოს სხვადასხვა, შორსწასული ფორმები აღენიშნებოდათ, მათ შორის საშვილოსნოს ყელის კიბო, ანალური მიდამოს კიბო და კისრის და თავის მიდამოს ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა. პაციენტების უმეტესობა (36) ადამიანის პაპილომა ვირუსზე დადებითი იყო.


ამერიკის კიბოს კვლევითი ასოციაციის ყოველწლიურ სიმპოზიუმზე, რომელიც ატლანტაში გაიმართა, მკვლკევარებმა წარადგინეს ანგარიში, რომლის თანახმადაც კვლევაში მონაწილეთა 35%-ში აღინიშნა მედიკამენტზე პასუხი (სიმსივნის ზომა შემცირდა), აქედან, სიმსივნის ზომა შემცირდა ადამიანის პაპილომა ვირუსზე დადებითი პაციენტების 39%-ში. მედიკამენტის ეფექტი ოთხ მონაწილეს 18 თვეზე მეტხანს შეუნარჩუნდა, ორი პაციენტი კი სრულებით განიკურნა (სრული პასუხი).


43 პაციენტში გადარჩენის საშუალო მაჩვენებელი 16,2 თვე იყო, რაც აქამდე ჩატარებულ კვლევაში, სადაც მედიკამენტში მხოლოდ PD-1 და PD-L1 სამიზნეები გამოიყენებოდა , მიღებული მაჩვენებელი (9დან-11 თვემდე) საგრძნობლად დაბალი იყო.


„მედიკამენტი დიდ იმედებს იძლევა პაპილომა ვირუსთან ასოცირებული კიბოს მქონე პაციენტების მკურნალობაში, რომელსაც ტრადიციულ „checkpoint“ თერაპიაზე ბევრად მეტის შეთავაზება შეუძლია ასეთი პაციენტებისთვის,“ - განაცხადა დოქტორმა შტრაუსმა.


მედიკამენტზე პასუხი განვითარდა ისეთ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებოდათ ადამიანის პაპილომა ვირუსის სხვადასხვა გენოტიპები, მათ შორის 16 და 18 გენოტიპები. სტატისტიკურად, სწორედ ეს გენოტიპებია პასუხისმგებელი ადამიანის პაპილომა ვირუსთან ასოცირებული კიბოების უმეტესობაზე.


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი არის ის, რომ მედიკამენტს საკმაოდ მსუბუქი გვერდითი მოვლენები აქვს. მათ შორის, ყველაზე გავრცელებულია გამონაყარი და მსუბუქი სისხლდენა ღრძილებიდან.


სამიზნე: ორი სასიგნალო გზა


ადამიანის პაპილომა ვირუსის კონრეტული გენოტიპებით ხანგრძლივ ინფიცირებას შეუძლია გამოიწვიოს კიბოს ისეთი ფორმები, როგორებიცაა საშვილოსნოს ყელის კიბო, ყელის კიბო, ანალური და რექტალური მიდამოების კიბო, ვაგინალური კიბო და სხვა.

„კვლევით დადგინდა, რომ ადამიანის პაპილომა ვირუსთან ასოცირებული კიბოების მკურნალობაში გონივრული და სასურველია სწორედ ორი მთავარი ონკოპროტეინის შებოჭვა“, - ამბობს დოქტორ გულეი.


ჩვენთვის ცნობილია, რომ HPV-სთან ასოცირებულ კიბოების შემთხვევებში PD-L1 გაზრდილი დონე ვლინდება, ხოლო TGF-beta, როგორც წესი, გვხვდება როგორც HPV-სთან ასოცირებული, ისე მისგან დამოუკიდებლად განვითარებული სიმსივნეების მიკროგარემოში და სავარაუდოდ, მთავარ როლს თამაშობს სიმსივნის ზრდიაში, პროგრესიასა და გავრცელებაში.


სავარუდოა, აგრეთვე, რომ TGF-beta გადამწყვეტ როლს უნდა თამაშობდეს იმუნური უჯრედების შეფერხებაში, რომელიც ნორმის პირობებში სიმსივნურ უჯრედებს გაანადგურებდა,“- განაცხადა დოქტორ გულეიმ. „TGF-beta-ს რაოდენობის შემცირება სიმსივნურ მიკროგარემოში იმუნურ უჯრედებს საშუალებას მისცემს, მათზე დაკისრებული მოვალეობა შეასრულონ და შეუტიონ სიმსივნურ უჯრედებს“ , - დაამატა მან.


მთლიანობაში, კვლევის შედეგად გამოვლენილი გადარჩენის მაჩვენებელი ძალიან დიდი იმედებს იძლევა“, - ამბობს დოქტორი გილისონი.


დოქტორ შტრაუსის თანახმად, ამჟამად ჩაშვებულია კვლევის მეორე ფაზა, სადაც გაცილებთ მეტი პაციენტი მონაწიელობს, მათ შორის ისეთი პაციენტებიც, რომელთაც უკვე ჩაუტარდათ იმუნოთერაპია ერთი სამიზნით და რომელთაც განიცადეს სიმსივნის პროგრესირება ამ მკურნალობის პერიოდში.


მედიკამენტს სწავლობენ, აგრეთვე, ისეთ სიმსივნეებშიც, რომელიც პაპილომავირუსთან არაა ასოცირებული. მაგალთად, ახლოვდება შედეგების დემონსტრაცია კვლევიდან, რომელიც ფილტვის კიბოს მქონე პაციენტებში ბინტრაფასპ ალფასა და პემბროლიზუმაბის (ქიტრუდა) კომბინაციური მკურნალობის ეფექტებს სწავლობდა.


ადამიანის პაპილომავირუსთან ასოცირებული კიბოებში ახალი მედიკამენტის ტესტირება 2015 წელში კვლევების დაყწებიდან დღემდე ბინტრაფასპ ალფა დაახლოებით 10 სხვადასხვა სიმსივნის მქონე 700-მდე პაციენტში იქნა გამოყენებული.

მედიკამენტზე პასუხი თავდაპირველად სწორედ პაპილომავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს განუვითარდათ. მიზეზების გასარკვევად მკვლევარებმა TGF-beta და HPV-სთან ასოცირებული კიბოების თაობაზე სამეცნიერო ლიტერატურას მიმართეს.


„ჩვენ გვსურდა დაგვედგინა ის სამეცნიერო საფუძველი, რის გამოც მედიკამენტზე პასუხი უშუალოდ HPV-ით ინფიცირებულ პაციენტებში ვითარდებოდა.“- განაცხადა დოქტორმა გულეიმ. მათ აღმოაჩინეს, რომ TGF-beta-ს ექსპრესია, სხვა ფაქტორებთან ერთად, შესაძლოა დაკავშირებული იყოს შემდეგ ონკოპროტეინებთან: E6 და E7.

TGF-beta პროტეინის ექსპრესია მრავლობით ზიანს აყენებს იმუნურ სისტემას, აქვეითებს რა T უჯრედების აქტიურობას და სიმსივნეში შეღწევის უნარს“,- თქვა დოქტორმა გულეიმ.


კვლევის პირველი ფაზის დასასრულს პლაზმის ნიმუშების ანალიზის შედეგად TGF-beta პროტეინი საერთოდ ვერ აღმოაჩინეს. „პაციენტებს, რომელთაც ტარგეტირებული იმუნოთერაპია ჩაუტარდათ, TGF-beta საერთოდ არ აღმოაჩნდათ“, - განაცხადა დოქტორ გულეიმ, გაუსვა რა ხაზი იმ ფაქტს, რომ მედიკამენტი იმდენად თრგუნავდა TGF-beta პროტეინს, რომ ის სიმსივნის მიკროგარემოში პრაქტიკულად აღარ მოიპოვებოდა.


ეს პირველი "Fusion" პროტეინია, რომელიც კლინიკურ კვლევებში გამოიყენეს. TGF-beta-ს და PD-L1 სამიზნე პრეპარატით მრავალი ადამიანია უკვე დაინტერესებული და მომავლის იმედს იძლევა.


44 views0 comments
bottom of page